„თიბისი კაპიტალის“ მომხმარებელთა დანახარჯის დინამიკის თანახმად, 2026 წლის ივლისში სასტუმროებში თიბისი ბანკის არხებით გაწეული უნაღდო დანახარჯები წლიურად 30 %-ით გაიზარდა. ერთ ტრანზაქციაზე საშუალო დანახარჯი 483 ლარს გაუტოლდა.
ამავე თვეში თიბისი ბანკის არხებით სასტუმროებში ჯამური უნაღდო დანახარჯების 15% რეზიდენტებმა, ხოლო არარეზიდენტებმა 85% დაიკავეს.
2026 წლის ივლისში, თიბისი ბანკის არხებით, სასტუმროებში რეზიდენტების უნაღდო დანახარჯები 6%-ით გაიზარდა გასული წლის ივლისთან შედარებით. საშუალო დანახარჯი 179 ლარი დაფიქსირდა. ამავე პერიოდში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები სასტუმროებში წლიურად 35%-ით გაიზარდა. რაც შეეხება საშუალო დანახარჯს ერთ ტრანზაქციაზე, მაჩვენებელი 693 ლარს გაუტოლდა.