ბულგარეთმა ოფიციალურად გამოაცხადა რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტის განზრახვის შესახებ 2026 წლიდან.
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, როსენ ჟელიაზკოვმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა იზოლირებულად არ მოქმედებს, არამედ ევროკავშირის ერთიანი პოზიციის ნაწილია. შიდა მოხმარებისთვის სოფია თხევად ბუნებრივ აირზეა დამოკიდებული.
ამ საკითხის მთავარი ელემენტია "ბალკანეთის ნაკადი", რომელიც „თურქული ნაკადის“ გაგრძელებაა და რომელიც ბულგარეთზე გადის და გაზით სერბეთს, უნგრეთსა და სლოვაკეთს ამარაგებს.ბულგარეთის გადაწყვეტილება ფაქტობრივად ნიშნავს, რომ 2026 წლისთვის, ეს სამი ქვეყანა, შეიძლება რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, რადგან ისინი ამჟამად რუსული მილსადენებით გაზის ძირითად მომხმარებლებად რჩებიან.სერბეთისთვის, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი და არ აქვს ზღვაზე პირდაპირი გასასვლელი, რისკი განსაკუთრებით მაღალია.
ქვეყანას ალტერნატიული გაზის წყაროებზე შეზღუდული წვდომა ექნება. უნგრეთი და სლოვაკეთიც პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან, რადგან მათი ენერგეტიკული სისტემები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული „Газпром“-თან გრძელვადიან კონტრაქტებზე.
სოფია ამჯობინებს, არ გარისკოს ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობებით, რომლებიც ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე მოსკოვის ყოფნის აღმოფხვრას ემხრობიან.სოფიას ეს გადაწყვეტილება სერბეთს, უნგრეთსა და სლოვაკეთს აიძულებს, ბრიუსელთან კომპრომისული ვარიანტების ძებნისკენ გადადგან ნაბიჯები.
მომამზადა ეკონომიკურმა მიმომხილველმა გოგიტა სურამელაშვილმა