ბულგარეთში, პოპულარულ საკურორტო ქალაქ პრიმორსკოში ელექტრო სკუტერების გაქირავება აიკრძალა. გადაწყვეტილება ადგილობრივი მცხოვრებლების მრავალი საჩივრის შემდეგ მიიღეს – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
მთავარი მიზეზი მძღოლების სახიფათო ქცევაა.
მერიაში განაცხადეს, რომ ასეთი ღონისძიება აუცილებელია წესრიგისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. ოთხმა გაქირავების კომპანიამ ნებაყოფლობით შეწყვიტა ფუნქციონირება.