საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ფასების კლების ტენდენცია ფიქსირდება, მიმდინარე კვირის პირველი სავაჭრო სესიის დაწყებიდან რამდენიმე საათში ბარელი Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 1.5%-ით შემცირდა და ამჟამად 75.47 დოლარს აღწევს. გასულ კვირას კი ფასი იმატებდა და ზრდამ დაახლოებით 2.5%-მდე შეადგინა.
რაც შეეხება WTI Crude-ს, მისი ღირებულება ბარელზე 70.69 დოლარს შეადგენს, ხოლო აშშ-ის West Texas Intermediate (WTI) ნავთობის ფასი ამჟამად 71.02 აშშ დოლარი ღირს.
აღსანიშნავია, რომ ერთწლიან პერიოდში ბირჟაზე ნავთობი საშუალოდ 40%-ითაა გაიაფებული. Goldman Sachs-მა წლის ბოლოსთვის ნავთობის პროგნოზირებული ფასი 10%-ით შეამცირა. ანალიტიკოსების შეფასებით, დეკემბრისთვის ბარელი Brent-ის ღირებულება 80 დოლარის ფარგლებში იქნება.