ირანის ეროვნული ვალუტა რიალი დოლართან მიმართებაში რეკორდულად გაუფასურდა. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.
მას შემდეგ, რაც აშშ-მა სანქციების გამკაცრების გეგმების შესახებ განაცხადა, ერთი დოლარის ფასმა 2.02 მილიონ რიალსგადააჭარბა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, ირანული ეკონომიკა მიმდინარე წელს 5%-ზე მეტად შემცირდება. ამასთან, საკვებ პროდუქტებზე ინფლაცია 100%-ს გადააჭარბებს, გაიზრდება უმუშევრობაც.