საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ფასების კლების ტენდენცია ფიქსირდება, მიმდინარე კვირის პირველი სავაჭრო სესიის დაწყებიდან რამდენიმე საათში ბარელი Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 2%-ით შემცირდა და ამჟამად 73 დოლარს აღწევს.

რაც შეეხება WTI Crude-ს, მისი ღირებულება 68 დოლარს შეადგენს, ხოლო 1.3%-ით დაეცა აშშ-ის West Texas Intermediate (WTI) ნავთობის ფასი და ერთი ბარელი ამჟამად 69.24 აშშ დოლარი ღირს. 

დაღმასვლა ფიქსირდება რუსულ ნავთობთან მიმართებითაც, რომელიც ერთ კვირაში 1%-ით გაიაფდა და ამჟამად ბარელი Urals-ის ფასი 57 დოლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ერთწლიან პერიოდში ბირჟაზე ნავთობი საშუალოდ 40%-ითაა გაიაფებული. Goldman Sachs-მა წლის ბოლოსთვის ნავთობის პროგნოზირებული ფასი 10%-ით შეამცირა. ანალიტიკოსების შეფასებით, დეკემბრისთვის ბარელი Brent-ის ღირებულება 80 დოლარის ფარგლებში იქნება.