ორშაბათს დღისით ნავთობის ფასები ზრდაზე გადავიდა, რითაც ანაზღაურდა სავაჭრო სესიის დასაწყისში მიყენებული ზარალი.
ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent–ის ნავთობის აპრილის ფიუჩერსები 0.22 დოლარით (0.32%-ით) გაიზარდა და ბარელზე 68.27 დოლარი შეადგინა.
მარტის WTI-ის ფიუჩერსები NYMEX-ზე 0.26 აშშ დოლარით (0.39%-ით) გაიზარდა და ბარელზე 63.8 აშშ დოლარი შეადგინა.