ნავთობის ფასებმა ორშაბათს დღისითაც განაგრძო ძლიერი ზრდის ტემპის ჩვენება წინა დღის დახურვასთან შედარებით, თუმცა ზრდა გარკვეულწილად შენელდა და კოტირებები დღის განმავლობაში არსებულ მაქსიმუმებს ჩამორჩა.
ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent-ის მაისის ნავთობის ფიუჩერსების ფასმა 11.31 აშშ დოლარით (12.2%) გაიზარდა და ბარელზე 104 აშშ დოლარი შეადგინა.
ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე (NYMEX) WTI ნავთობის აპრილის ფიუჩერსების ფასმა ბარელზე 11.40 აშშ დოლარით (12.54%) მოიმატა და 102.30 აშშ დოლარი შეადგინა.