უკრაინის კონტრშეტევის დროს ყველაზე მძიმე ბრძოლები 3 უბანზე აღინიშნება. რუსეთის ჯარში დიდი დანაკარგებია. ამის შესახებ ინფორმაციას Twitter-ში, დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„ყველა ამ მიმართულებით უკრაინა აგრძელებს შეტევითი ოპერაციების ჩატარებას და მიაღწია მცირე წარმატებას. ორივე მხარეს დიდი დანაკარგები აქვს. ამასთან, დიდი ალბათობით, მარტში გამართული ბახმუტისთვის ბრძოლის პიკის შემდეგ რუსეთის ჯარების დანაკარგები ყველაზე მაღალი იქნება", - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის დაზვერვაზე დაყრდნობით გავრცელებულ განცხადებაში.