Bank of America–ს ანალიტიკოსების შეფასებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში სპორტულ ღონისძიებებზე ფსონების მოცულობა წელიწადში დაახლოებით 1.1 ტრილიონ დოლარს აღწევს, – ინფორმაციას Bloomberg მათ ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამგვარად, ბუკმეკერებს შეუძლიათ წლიური შემოსავლის მიღება დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის ოდენობით, ფსონის ოდენობაზე საშუალოდ 1%-იანი საკომისიოს საფუძველზე, – აღნიშნავს სააგენტო. ეს შეესაბამება DraftKings Inc.-ის, ბაზრის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშის შეფასებას.