„კრედიტინფო საქართველოს“ 2026 წლის 31 მარტის მონაცემებით, საფინანსო სექტორის ვალი 1 984 700 მსესხებელს აქვს, კრედიტების მოცულობა კი 77 242 581 731 ლარს შეადგენს. აქედან 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება უფიქსირდება 372 477 ადამიანს.

ცნობისთვის, „საქსტატის“ მონაცემებით ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა 3 704 506-ს შეადგენს, შესაბამისად საქართველოში მოსახლეობის ნახევარს საფინანსო სექტორის ვალი აქვს.

2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით, მსესხებლებიდან, რომლებიც კრედიტს ვერ იხდიან, 101 026 - კომერციული ბანკების კლიენტია, 301 330 პირი - სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი); 4 548 კი ყველა სხვა ტიპის ორგანიზაციის კრედიტორია (სამშენებლო კომპანია, დისტრიბუტორი, სალიზინგო კომპანია და ა.შ.)