ჩემპიონთა ლიგაში გამართული პირველი მეოთხედფინალური მატჩების შემდეგ უეფა-ს ოფიციალურმა გვერდმა ხვიჩა კვარაცხელია კვირის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.

საქართველოს ნაკრების ლიდერმა „ლივერპულს“ გაუტანა, ზედიზედ მესამედ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანეს. ამას გარდა, კვარაცხელია პსჟ-ის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის ზედიზედ ოთხ მატჩში შეძლო ბურთის გატანა.

კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში რვა გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა დაუგროვდა – ის ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზეა.

წყარო: პირველი არხი