CNBC-ის ცნობით, ოთხშაბათს, 12 აგვისტოს, COMAC-ის C919 სამგზავრო თვითმფრინავმა პირველი დაგეგმილი საერთაშორისო კომერციული რეისი შეასრულა.
C919 პეკინის საერთაშორისო აეროპორტიდან მონღოლეთის ქალაქ ულან-ბატორის მიმართულებით გაფრინდა.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამ ტიპის ვიწროფიუზელაჟიანი თვითმფრინავი ჩინეთის ფარგლებს გარეთ გაფრინდა.
ავიაკომპანია Air China–მ განაცხადა, რომ ეს რეისი ყოველდღიურად შესრულდება.
ჩინეთის მთავრობა ცდილობს, COMAC (Commercial Aircraft Corporation of China) გლობალურ სამგზავრო თვითმფრინავების ბაზარზე ამერიკული კომპანია Boeing-ისა და ევროპული კომპანია Airbus-ის კონკურენტად აქციოს. თუმცა, C919 კვლავ უცხოურ კომპონენტებზეა დამოკიდებული და აშშ-სა და ევროპის ძირითადი საავიაციო მარეგულირებლებისგან სერტიფიცირება არ მიუღია.
C919-ის და უფრო პატარა C909-ის დებიუტი დუბაის ავიაშოუზე 2025 წლის ნოემბერში შედგა. C919-მა ჩინეთის ფარგლებში (შანხაიდან პეკინამდე) პირველი კომერციული ფრენა 2023 წლის მაისის ბოლოს განახორციელა.