ბიტკოინის ფასი მას შემდეგ გაიზარდა, რაც პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელმა და კრიპტოვალუტის უმსხვილესმა კორპორაციულმა მფლობელმა MicroStrategy-მა დამატებითი აქციების გამოშვების გეგმის შესახებ განაცხადა, რაც მას საშუალებას მისცემს შეიძინოს კიდევ უფრო მეტი ტოკენი, წერს Bloomberg სავაჭრო მონაცემებზე დაყრდნობით.
Binance-ის მონაცემებით, მაქსიმუმ 26 დეკემბერს, ბიტკოინი 99,884.57 დოლარად ივაჭრებოდა. თუმცა შემდეგ ზრდა შენელდა და ბიტკოინი $97,981.06 (+0.01%) ღირდა.
MicroStrategy-მა 23 დეკემბერს შეიტანა განცხადება აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში, სადაც სთხოვდა ნება მიეცეთ გაეზარდა A კლასის აქციებისა და გამოშვებისთვის ავტორიზებული პრივილეგირებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა, წერს Bloomberg. ეს ნაბიჯი საშუალებას მისცემს კომპანიას მოიზიდოს დამატებითი ფინანსები ბიტკოინების შესაძენად.