პოლიცია ბერლინის გარეუბანში გარეულ ცხოველს უკვე რამდენიმე საათია ეძებს, - ინფორმაციას BBC ავრცელებს
პოლიცია ბერლინის გარეუბანში ლომს უკვე რამდენიმე საათია ეძებს, ძებნა მას შემდეგ გამოცხადდა რაც ორმა ადგილობრივმა მცხოვრებმა ტყეში ცხოველი შენიშნა.
ჯერჯერობით გაუგებარია საიდან გაიქცა ლომი. ადგილობრივი ზოოპარკებისა და ცხოველთა თავშესაფრების განცხადებით, მათ არცერთი ლომი არ დაუკარგავთ.
ბერლინის მთავრობა და პოლიცია კლაინმახნოვის, ტელტოვისა და შტანსდორფის მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.