ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები – ანრი ფუტკარაძე (77 კგ) და ლუკა კოჩალიძე (87 კგ) ბულგარეთში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან.

ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, ანრი ფუტკარაძემ ფინალში ირანელი მუჰამედ ბუვეინი პიანი 9:1 დაამარცხა და ტურნირზე ჩვენს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

ლუკა კოჩალიძემ კი ფინალში მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანების სახელით მოასპარეზე აბდურმახან აბდულკადიროვი 2:1 დაამარცხა.

22 აგვისტოს მსოფლიო პირველობაზე ვახტანგ ლოლუა (60 კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა – ქართველმა სპორტსმენმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში თურქი ომერ ალტაში 9:0 დაამარცხა.

პირველი არხი