ბელგია ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებისა და ამ ქვეყნიდან გათხევადებული ბუნებრივი გაზის იმპორტის აკრძალვას მოუწოდებს. ამის შესახებ გამოცემას The Financial Times ბელგიის ენერგეტიკის მინისტრმა ტინე ვან დერ სტრატენმა აცნობა. 

„რუსული გაზი ბელგიას მიეწოდება. დაწვრილებით შევისწავლე ეს საკითხი და გაზის კანონმდებლობა აქ ვერ გვიშველის. ჩვენ საერთოევროპული მიდგომა გვჭირდება“, – თქვა მან და დასძინა, რომ კომპანიები ვერ შეძლებენ გრძელვადიანი კონტრაქტების გაწყვეტას, თუ ბლოკი სანქციებს არ დააწესებს.

მისივე თქმით, ევროკავშირის მიერ 2023 წლის დეკემბერში რუსული კომპანიებისთვის ევროპის ინფრასტრუქტურის გამოყენების აკრძალვა არ იძლევა კონტრაქტების რაოდენობის შემცირების საფუძველს. მან დააზუსტა, რომ რუსეთი კვლავაც სარგებლობს მათ შორის ბელგიის პორტით მესამე ქვეყნებში რეექსპორტის უზრუნველსაყოფად. 

gbc.ge