2006 წლის ივნისში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის ექსპლუატაციაში გაშვებიდან 2025 წლის პირველი ნახევრის ბოლომდე, დაახლოებით, 605 მილიონი ტონა ნედლი ნავთობი გადაიტანეს 1 768 კმ სიგრძის მილსადენით. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია კომპანია „ბრითიშ პეტროლეუმის“ ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.

მოხსენების თანახმად, აღნიშნული დროის განმავლობაში ჯეიჰანში ნავთობი 6 007 ტანკერზე ჩაიტვირთა და მსოფლიო ბაზრებზე გაიგზავნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მხოლოდ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მეშვეობით ექსპორტირებული, დაახლოებით, 13 მილიონი ტონა ნედლი ნავთობი და კონდენსატი ჯეიჰანის ტერმინალში 145 ტანკერზე ჩაიტვირთა.

ამჟამად მილსადენს ძირითადად აზერბაიჯანიდან ACG ნავთობი და შაჰ დენიზის კონდენსატი გადააქვს. გარდა ამისა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მეშვეობით ასევე ტრანსპორტირდება კასპიის ზღვის სხვა რეგიონული (ყაზახეთი, თურქმენეთი, SOCAR-ის მიერ აზერბაიჯანში წარმოებული სხვა მოცულობები) ნედლი ნავთობი და კონდენსატი.