ესპანეთის უმსხვილესმა ბანკმა Banco Santander SA-მ 2025 წლის მეორე კვარტალში გაზარდა წმინდა მოგება და შეამცირა შემოსავალი, ასევე გამოაცხადა ახალი პროგრამა 1.7 მილიარდი ევროს ღირებულების საკუთარი აქციების უკან გამოსყიდვის შესახებ.
აპრილ-ივნისში, Santander-ის წმინდა მოგება წლიურად 1%-ით გაიზარდა და 3.43 მილიარდ ევროს გაუტოლდა. მაჩვენებელი ბრაზილიის განყოფილებაში 467 მილიონი ევროს ჩამოწერას ასახავს.
Santander-ის შემოსავალი ბოლო კვარტალში 1%-ით შემცირდა და 14.5 მილიარდ ევროს გაუტოლდა.