Banca Monte dei Paschi di Siena SpA-ს მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ლუიჯი ლოვალიო განიხილავს ორი უფრო მცირე ზომის იტალიური ბანკის, Banco BPM-ისა და Banca Generali-ის შეძენას, – ამის შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა Il Sole 24 Ore წერს.
მათი თქმით, ტრანზაქციები, სავარაუდოდ, აქციების გაცვლის ფორმით განხორციელდება. გამოცემის წყაროების ცნობით, ლოვალიომ, რომელიც დირექტორთა საბჭოსთან მწვავე დაპირისპირების შემდეგაც კი, მსოფლიოში უძველესი მოქმედი ბანკის სათავეში დარჩა, საბჭოსთვის შესაძლო გარიგებების შესახებ ჯერ არ აცნობა.
თავად Monte Paschi Intesa-ს ინტერესის ობიექტია, რომელმაც ივნისში მის სანაცვლოდ 36 მილიარდი ევრო შესთავაზა. Monte Paschi-მ და Banco BPM-მა, იტალიის მეოთხე უმსხვილესმა ბანკმა, შესაძლო შერწყმაზე უკვე იმსჯელეს, თუმცა მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა BPM-ის უმსხვილესი აქციონერის, ფრანგული Credit Agricole-ის მხრიდან გარიგების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით ეჭვის გამო.