საინვესტიციო ფირმა Bain Capital-მა Costa Coffee-ს ქსელის შესყიდვის წინადადება წარადგინა, რომელიც Coca-Cola Co.-მ გასაყიდად დაახლოებით 2 მილიარდი ფუნტი სტერლინგის (2.7 მილიარდი აშშ დოლარის) ღირებულებით გამოიტანა, იტყობინება Financial Times ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
Costa Coffee დიდი ბრიტანეთის უდიდესი ყავის მაღაზიების ქსელია და Starbucks-ის შემდეგ მსოფლიოში სიდიდით მეორე. 50 წელზე მეტი ხნის წინ ლონდონში დაარსებული კომპანია ამჟამად დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში 2700-ზე მეტ მაღაზიას ფლობს. 2018 წელს ბიზნესი Coca-Cola-მ 3.9 მილიარდ ფუნტ სტერლინგად შეიძინა.