აზერბაიჯანში ოფიციალურად დაიწყო თურქული საბრძოლო დრონების  Bayraktar-ის  ადგილობრივი წარმოება,-  ამის შესახებ ინფორმაციას გაავრცელეს კომპანია Baykar და აზერბაიჯანის ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ახალი საწარმო Bayraktar Teknoloji Azerbaijan LLC  სუმგაითის ქიმიური ინდუსტრიული პარკშია განთავსებული, სადაც კომპანიას მინიჭებული აქვს რეზიდენტის სტატუსი. პროექტი ხორციელდება თურქულ კომპანია Baykar-თან პარტნიორობით და მიზნად ისახავს როგორც აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების, ისე სამოქალაქო სექტორის საჭიროებების დაკმაყოფილებას.

პირველ ეტაპზე წარმოება განკუთვნილია შიდა ბაზრისთვის, თუმცა მხარეები აცხადებენ, რომ მომავალში ექსპორტის შესაძლებლობაც განიხილება. თანამშრომლობა ასევე მოიცავს აზერბაიჯანელი ინჟინრების ჩართულობას ახალი ტექნოლოგიების განვითარებაში და დრონების მოდიფიკაციაში.

აზერბაიჯანი და თურქეთი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად აძლიერებენ თავდაცვით ინდუსტრიაში თანამშრომლობას - Bayraktar TB2-ის გამოყენება აზერბაიჯანის არმიამ აქტიურად დაიწყო ყარაბაღის ომის შემდეგ, ხოლო ახლა ქვეყანა ამ ტექნოლოგიის ადგილობრივ წარმოებაზე გადადის.