აზერბაიჯანი „სპუტნიკ აზერბაიჯანის“ და „ბიბისის“ რედაქციების მუშაობაში შესწორებებს შეიტანს.
ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
„გადაწყვეტილება მიიღეს იმისთვის, რომ წონასწორობა აღდგეს იმ პირობებში, რომელშიც აზერბაიჯანის სახელმწიფო გამოცემები მუშაობენ საზღვარგარეთ და უცხოელი ჟურნალისტები – ჩვენს ქვეყანაში. „სპუტნიკ აზერბაიჯანის“ ჟურნალისტების რაოდენობა რუსეთში სახელმწიფო სააგენტო „აზერტაჯის“ ჟურნალისტების რაოდენობას გაუტოლდება და შემცირდება ერთ კორესპონდენტამდე. იგივე პარიტეტული მიდგომა იქნება გამოყენებული „ბიბისი აზერბაიჯანის“ მიმართ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
1tv.ge