აზერბაიჯანში 5,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ხაჩმაზიდან 46 კილომეტრში იყო, რომლის მოსახლეობა 37 000-ზე მეტ ადამიანს შეადგენს.

ადგილობრივი მედია იუწყება, რომ დედაქალაქის მცხოვრებლებმა სახლები დატოვეს და ბიძგების განმეორების შიშით ამ დრომდე ქუჩაში არიან. 

ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.