„აზერბაიჯანის ავიახაზები“ და Buta Airways-ი AZAL-ის ბრენდის ქვეშ ერთიანდებიან. შერწყმა მიმდინარე წლის ოქტომბერში მოხდება.
ეს შერწყმა კიდევ უფრო გააფართოვებს მგზავრებისთვის ხელმისაწვდომ ფასებში მგზავრობის შესაძლებლობებს, ორივე ავიაკომპანიის საუკეთესო თვისებების შერწყმით. ეს ასევე უზრუნველყოფს, რომ ჩვენს მომხმარებლებს მარტივად დაგეგმონ თავიანთი მოგზაურობები და გაზარდონ მათთვის მიწოდებული სერვისის დონე
AZAL-ში აცხადებენ, რომ შერწყმის შემდეგ ფრენები ამჟამინდელის მსგავსად ხელმისაწვდომ ფასებში იქნება, თუმცა უმაღლესი დონის სერვისით. წლის განმავლობაში კი გაგრძელდება სხვადასხვა ფასდაკლების აქციები.