აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობფონდმა ლონდონის გეტვიკის აეროპორტში 50 მლნ ფუნტ სტერლინგის ინვესტიციის მიზნით BlackRock-ში შემავალ ამერიკულ კომპანია Global Infrastructure Partners-თან (GIP) პარტნიორობა დაიწყო, რაც ევროპის ბაზარზე აზერბაიჯანული ფონდის მიერ დადებული ერთ-ერთი უმსხვილესი ინფრასტრუქტურული გარიგებაა.

ეს ინვესტიცია ასახავს აზერბაიჯანის ფონდის სტრატეგიულ მიზანს, შექმნას გრძელვადიანი ღირებულება და თავისი პორტფელის მეტი დივერსიფიკაცია მოახდინოს, რაც განვითარებულ ბაზრებზე მდგრად ინფრასტრუქტურულ აქტივებში ინვესტირებით მოხდება,“ - წერია ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქმე ისაა, რომ გეტვიკი ბრიტანეთში სიდიდით მეორე აეროპორტია, რომელიც ყოველწლიურად 40 მილიონზე მეტ მგზავრს ემსახურება. შარშან ის ევროპის ყველაზე დატვირთულ აეროპორტებს შორის მე-10 ადგილზე იყო.

ცნობისთვის, 2019 წელს VINCI Airports-მა GIP-ისგან გეტვიკის აეროპორტის აქციების 50.01% შეიძინა. დანარჩენ აქციებს GIP კომპანია SOFAZ-თან და სხვა გლობალურ ინსტიტუციონალურ ინვესტორებთან ერთად მართვას.