აზერბაიჯანმა შესაძლოა ისრაელში წყლის გამტკნარების პროექტში 270 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია ჩადოს.

ABC.AZ-ის ცნობით, აზერბაიჯანის საინვესტიციო ჰოლდინგი (AIH) ისრაელის წყლის გამტკნარების კომპანია IDE-ში 30%-იანი წილის დაგეგმილ შეძენამდე დეტალურ შემოწმებას ატარებს.

უნდა აღინიშნოს, რომ IDE ისრაელში უდიდესი კომპანიაა, რომელიც ისრაელში გამტკნარებული წყლის 45%-ს აწარმოებს.

თუ გარიგება განხორციელდება, ეს აზერბაიჯანის მეორე მსხვილი სახელმწიფო ინვესტიცია იქნება ისრაელში.

პირველი ასეთი ინვესტიცია იყო SOCAR-ის მიერ „თამარის“ გაზის საბადოს 10%-იანი წილის 1.25 მილიარდ დოლარად შეძენა 2025 წლის ზაფხულში.