ავიაკომპანია Belavia–მ შრი-ლანკაში ფრენების აღდგენის თარიღი გამოაცხადა: ფრენები 27 ოქტომბერს განახლდება.
გადამზიდავი ინდოეთის ოკეანეში მდებარე კუნძულზე კვირაში ერთხელ - სამშაბათობით იფრენს. მინსკიდან გამგზავრება დაგეგმილია 00:50 საათზე, მატალას აეროპორტში ჩასვლა 12:40 საათზე. დაბრუნების რეისი მატალას აეროპორტიდან 14:40 საათზე გაფრინდება და მინსკში 22:10 საათზე დაეშვება.