აკუმულატორების მწარმოებელი ევროპული კომპანია Automotive Cells (ACC) იტალიასა და გერმანიაში ეგრეთ წოდებული გიგა ქარხნების მშენებლობას აჩერებს, – ამის შესახებ იტალიის მეტალურგიული მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირმა UILM-მა განაცხადა.
ACC-მ თავისი გეგმები გადადო ელექტრომობილებზე მოთხოვნის მოსალოდნელზე ნელი ზრდის გამო. ამასთან, კომპანია განიხილავს 2024 წლიდან შეჩერებული პროექტების დახურვის შესაძლებლობას.
ACC ფრანგული ნავთობგიგანტის, TotalEnergies-ის, გერმანული ავტომწარმოებლის Mercedes-Benz-ისა და ამერიკულ-ევროპული ავტომწარმოებლის Stellantis-ის ერთობლივი საწარმოა, რომელიც უშვებს რამდენიმე ბრენდს, მათ შორის Peugeot-ს, Fiat-სა და Chrysler-ს.