ამერიკული საცალო ვაჭრობის კონგლომერატ Authentic Brands–ს, რომელიც Reebok ბრენდის მფლობელია, და საინვესტიციო კომპანია CVC Capital Partners–ს გერმანული სპორტული ეკიპირების მწარმოებელი Puma-ს შეძენა სურთ, – წერს Manager Magazin.
Authentic Brands-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეიმი სალტერმა და CVC Germany-ის ხელმძღვანელმა ალექს დიბელიუსმა გამოთქვეს ინტერესი პინოების ოჯახისგან Puma-ს 29%-ის შესყიდვის მიმართ, რამაც შესაძლოა მთელი კომპანიის შესყიდვის გზა გახსნას, – აღნიშნავს გერმანული ჟურნალი.