25 კილოგრამიანი ქვას Sotheby's-ის აუქციონზე გამოიტანენ, მოსალოდნელია, რომ ის 2-4 მილიონ დოლარად გაიყიდება – მედიის ინფორმაციით, მაღალი ფასი იმით აიხსნება, რომ ეს დედამიწაზე ნაპოვნი ყველაზე დიდი ქვის ნაჭერი მარსიდან.

როგორც Associated Press-ი აუქციონის სახლზე დაყრდნობით იუწყება, ნიმუში NWA 16788 არის მეტეორიტის ნაწილი, რომელმაც მარსის ზედაპირი ასტეროიდთან შეჯახების შემდეგ დატოვა.

მან 225 მილიონ კილომეტრზე მეტი გაიარა და საჰარაში დაეცა. ე.წ. „მეტეორიტებზე მონადირეებმა“ ქვა ნიგერში 2023 წლის ნოემბერში იპოვეს.

ვრცლად interfax–ზე