2026 წლისთვის აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტი რეკორდულ ნიშნულს – $1 ტრილიონს მიაღწევს, ამ საკითხთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში კონსენსუსი უკვე მიღწეულია,  -ამის შესახებ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. მისი განმარტებით, ამ თანხის ნაწილი მიღებული იქნება სახელმწიფო ეფექტიანობის დეპარტამენტის მიერ სხვადასხვა პროგრამების შემცირების შედეგად, თუმცა კონკრეტული მიმართულებები ჯერ დაზუსტებული არ არის.

ამ ქვეყნის 2025 წლის თავდაცვის ბიუჯეტი $850 მილიარდს შეადგენს. გამოდის, რომ ტრამპის ახალი გეგმა $150-მილიარდიან ზრდას ითვალისწინებს. როგორც ტრამპი განმარტავს, ამ თანხის დიდი ნაწილი კი ახალი თაობის ავიაგამანადგურებლის, F-47-ის შექმნაზე დაიხარჯება, რომელიც მომდევნო ათწლეულების განმავლობაში აშშ-ის მთავარ იარაღად უნდა იქცეს.

ტრამპის ადმინისტრაციის ცნობით, ბიუჯეტის 12%-იანი მატება, მიზნად ისახავს აშშ-ის გლობალური პოზიციის განმტკიცებას, განსაკუთრებით სამხედრო ძლევამოსილების მიმართულებით. 

აშშ-ის მთავრობა რესურსების ფლანგვას არ აპირებს. როგორც თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა თქვა, ყველა დოლარი დაიხარჯება „გონივრულად“.