ამერიკელი იმპორტიორები მოსალოდნელი ტარიფების გამო ქმედით ნაბიჯებს დგამენ იტალიური ღვინის მარაგთან დაკავშირებით.
მაგალითად, იტალიური ცქრიალა ღვინის Prosecco-ს აშშ-ში იმპორტი ნოემბერში, ტრამპის არჩევის შემდეგ 40%-დან 90%-მდე გაიზარდა, რაც ბევრად აღემატება მომხმარებელთა მოთხოვნას, რადგან იმპორტიორებმა უკვე შეავსეს მარაგი, იტყობინება იტალიური ღვინის სავაჭრო ასოციაცია.
იტალიურ ღვინოებზე ჯერჯერობით ტარიფები არ დაწესებულა. დღემდე არც ევროპელ პარტნიორებს შეხებიათ დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული ტარიფები.
მიუხედავად ამისა, Prosecco-ს იმპორტიორები და დისტრიბუტორები იღებენ პრევენციულ ზომებს ბაზრის დასაცავად.
სავაჭრო ფედერაციის ინფორმაციით, იტალიას თავისი ღვინის თითქმის მეოთხედი შეაქვს შეერთებულ შტატებში, რის გამოც სექტორი უფრო მეტად ექვემდებარება შესაძლო ტარიფებს, ვიდრე ნებისმიერი სხვა იტალიური პროდუქტი,
გასულ წელს, აშშ-ში ყველაზე მეტად იტალიური ღვინო Prosecco იყიდებოდა. ის შეადგენს გაყიდვების თითქმის 40%-ს.
ბაზრის შეშფოთების პირველი ნიშნები ჯერ კიდევ ტრამპის არჩევამდე გამოჩნდა, 2024 წლის პირველ 10 თვეში Prosecco-ს მიწოდება შეერთებულ შტატებში 17%-ით გაიზარდა.
გასულ წელს იტალიის ღვინის ექსპორტმა შეერთებულ შტატებში 1,9 მილიარდი ევრო შეადგინა.
წყარო: "ევრონიუს ჯორჯია"