აშშ-მა კარიბის ზღვაში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კიდევ ერთი ნავთობტანკერი დააკავა, - ინფორმაციას აშშ-ის სამხრეთის სარდლობა ავრცელებს.
აშშ-ის სამხედრო ძალების მიერ დაკავებული ნავთობტანკერი Sagitta, რომელიც გაიანას დროშის ქვეშ ცურავს, რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტს“ ეკუთვნის.
„დღეს დილით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მხარდაჭერით, ინციდენტების გარეშე ხომალდი Sagitta დააკავეს. კიდევ ერთი ტანკერის დაკავება, რომელიც კარიბის ზღვაში პრეზიდენტ ტრამპის მიერ სანქცირებულ ხომალდებზე დაწესებულ კარანტინს არღვევდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მტკიცე გადაწყვეტილებას, რომ ვენესუელას მხოლოდ ის ნავთობი დატოვებს, რომლის გასვლაც კანონით იქნება გათვალისწინებული“, - ნათქვამია აშშ-ის სამხრეთის სარდლობის განცხადებაში.
აშშ-ის სამხრეთის სარდლობის განცხადებით, ოპერაციის მიზანს ამერიკელი ხალხის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს.