აშშ-სა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოეწერა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯეი დი ვენსის ბაქოში ვიზიტის დროს.
დოკუმენტი სულ ოთხი პუნქტისგან შედგება და მოიცავს:
- •რეგიონული კავშირების გაძლიერებას, მათ შორის, ენერგეტიკის, ვაჭრობისა და სატრანზიტო სფეროში;
- •ეკონომიკურ ინვესტიციებს, მათ შორის ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ინფრასტრუქტურის შესახებ;
- •უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას;
- •ინსტიტუციური ჩარჩოების განვითარებას;
აზერბაიჯანში ჩასვლამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სამუშაო ვიზიტით სომხეთში იმყოფებოდა. სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ ვენსმა განაცხადა, რომ აშშ მათ 11 მილიონი დოლარის ღირებულების სადაზვერვოო დრონებს მიჰყიდის.
“პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან კარგად იცის, რომ საუკეთესო გზა მშვიდობის უზრუნველსაყოფად არის რეალური შეკავების დამყარება, ხოლო რეალური შეკავების დამყარების საუკეთესო გზა არის მსოფლიოში საუკეთესო სამხედრო ტექნოლოგია და ამერიკის შეერთებულ შტატებს ეს აქვს. პირველად ჩვენ ვაცხადებთ სამხედრო ტექნოლოგიის დიდი გაყიდვის შესახებ, 11 მილიონი დოლარის ღირებულების სადაზვერვოო დრონების ტექნოლოგიას სომხებისთვის და ჩვენი კარგი მეგობრისთვის, პრემიერ-მინისტრისთვის. ის აპირებს ეს გამოიყენოს თავისი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და იმისთვის, რათა დარწმუნდეს, რომ მშვიდობა, რომელსაც ჩვენ ვქმნით, შენარჩუნდება”, – განაცხადა ვენსმაფაშინიანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.