ირანისგან ისრაელის მისამართით მოსალოდნელი საპასუხო დარტყმების ფონზე, აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ხომალდები გადაამისამართა.
ამის შესახებ ამერიკული მედია ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.
მათი ცნობით, აშშ-ს საზღვაო ძალების სარდლობამ USS Thomas Hudner -ს დაავალა, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში განთავსდეს. ასევე გაიგზავნა კიდევ ერთი ესმინეცი, რომელიც თეთრი სახლისგან შემდგომ განკარგულებებს ელოდება.
1tv.ge