ესპანეთის $50-მილიონიან საპრიზო თანხას აშშ-ში 30%-მდე გადასახადი შესაძლოა დაეკისროს.
აშშ-ის ხელისუფლებამ ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებს ოფიციალურად მოსთხოვა 15 მილიონ დოლარზე მეტი თანხის, ანუ მიღებული საპრიზო ფონდის დაახლოებით 30%-ის, საშემოსავლო გადასახადის სახით გადახდა. ამის შესახებ Fox News იუწყება.
მიუხედავად იმისა, რომ ფიფას რეგლამენტი მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულებს მასპინძელ ქვეყანაში გადასახადისგან ტრადიციულად ათავისუფლებს, ამერიკელმა იურისტებმა კანონმდებლობის ნორმების განსხვავებული ინტერპრეტაცია შეძლეს.
აშშ-ის საგადასახადო ორგანოებმა სასამართლოში დაამტკიცეს, რომ ესპანეთის ნაკრები არ წარმოადგენს ერთიან იურიდიულ პირს ან კოლექტივს და ის ცალკეული ფიზიკური პირებისგან შედგება, რომლებმაც ტურნირის განმავლობაში შემოსავალი აშშ-ის ტერიტორიაზე მიიღეს.
აღნიშნულმა პრეცედენტმა ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციისა და საერთაშორისო სპორტული სამართლის სპეციალისტების მკვეთრი რეაქცია გამოიწვია.