აშშ-მ 8 მილიარდი დოლარის მოცულობის რუსეთის სუვერენული აქტივები გაყინა, რომელთა უდიდესი ნაწილი ევროკავშირსა და იაპონიაში იყო განთავსებული.
ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
უკრაინის ეკონომიკური აღდგენის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, პენი პრიცკერის განცხადებით, დასავლეთის მიერ გაყინული რუსეთის სუვერენული აქტივები უკრაინის ომის შემდგომ აღდგენაზე უნდა იქნეს გამოყენებული.
მისივე თქმით, შესაბამისი იურიდიული გუნდები ამ საკითხზე საგანგებოდ მუშაობენ.
„რომ მეთქვა არა იურიდიული, ხოლო ეთიკური და მორალური თვალსაზრისით, იმ განადგურების გათვალისწინებით, რაც რუსებმა უკრაინას მიაყენეს, იცით, რომ უკრაინის აღდგენაში ამათმაც უნდა შეიტანონ თავისი წვლილი. იურიდიული თვალსაზრისით, ეს საკითხი დამუშავების სტადიაზეა“, - აღნიშნა პრიცკერმა.