ამერიკის უმსხვილესმა ხელოვნური ინტელექტის სტარტაპებმა წელს რეკორდული, 150 მილიარდი დოლარის დაფინანსება მოიზიდეს, – წერს Financial Times PitchBook-ის მონაცემებზე დაყრდნობით.

წინა რეკორდი 2021 წელს დამყარდა და 92 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

წლევანდელი მაჩვენებელი მოიცავს OpenAI-ის 41 მილიარდი დოლარის რაუნდს, Anthropic-ის 13 მილიარდ დოლარს და Meta-ს 14 მილიარდი დოლარის ინვესტიციას Scale AI-ში.

გარდა ამისა, Anysphere-მა, Perplexity-მ და Thinking Machines Lab-მა წელს რამდენჯერმე მიიზიდეს ვენჩურული კაპიტალი.

ვრცლად interfax – ზე