ქაღალდის წარმოების ამერიკული ინდუსტრია პრეზიდენტისგან ითხოვს, იშუამდგომლოს ევროკავშირთან ქაღალდის ნაწარმის ექსპორტის გამარტივებაზე.

ევროკავშირმა 2024 წლის დეკემბერში ტყის ჩეხის საწინააღმდეგო პოლიტიკა აამოქმედა,  ბლოკმა საკუთრ საზღვრებში აკრძალა ისეთი პროდუქციის იმპორტი, რომელიც ტყის საფარის განადგურებას უკავშირდება. სხვათა შორის, ამ რეგულაციის ამოქმედება ევროპის ეკონომიკურმა კავშირმა რამდენჯერმე უკვე გადაავადა სავაჭრო პარტნიორების, მათ შორის, ბაიდენნის ადმინისტრაციის, ასევე ბრაზილიის, ინდონეზიის თხოვნით.

აშშ-დან ტყის პროდუქტების ევროკავშირში ექსპორტი $5.3 მილიარდადაა შეფასებული.

ტყისა და ქაღალდის ამერიკული ასოციაციის პრეზიდენტი Reuters-თან ამბობს, რომ ევროკავშირის ამ პოლიტიკით ამერიკელი ექსპორტიორების ხარჯები იზრდება, რადგან მათ მარეგულირებლის კომპლექსურ მოთხოვნებზე უწევთ მორგება და მნიშვნელოვან ტექნიკურ ბარიერებს აწყდებიან.

“მოვუწოდებთ პრეზიდენტ ტრამპსა და მის მრჩევლებს ვაჭრობის საკითხებში, ეს საკითხი ევროკავშირთან მოსალაპარაკებელი საკითხების სიაში მოხვდეს, რათა დავრწმუნდეთ, რომ შეერთებული შტატები ცნობილია, როგორც ქვეყანა, რომელიც ჭკვიანურად განკარგავს თავის სატყეო რესურსებს და კონტრიბუცია არ შეაქვს გაუტყეურებაში”, - ამბობს ჰეიდი ბროკი

ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია ამ საკითხზე ჯერ უცნობია.

ევროკავშირის მოქმედი კანონის ფარგლებში, ბლოკის ბაზარზე რძის ნაწარმის, ყავის, კაკაოს, ხისა და სხვა პროდუქტების იმპორტიორებმა უნდა წარადგინონ დამადასტურებელი დოკუმენტები, რომ მათი წარმოება და მიწოდების ჯაჭვი არ მონაწილეობენ "დეფორესტიზაციაში", ანუ გაუტყეურერბაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოქმედებს ჯარიმისა და პროდუქტი მოიხსნება ევროპის ბაზრიდან.

ტყის ჩეხის საწინააღმდეგო პოლიტიკის მიზანია, ევროპელმა მომხმარებლებმა არ გააძლიერონ ტყეების გაჩეხვა, ამაზონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიამდე.  ტყე ემისიების ერთ-ერთი უდიდესი "ჩამჭერია". Global Witness-ის თანახმად, მინიმუმ 120 მილიონი ტონა CO2-ის ემისია გამოწვეული იყო ტყის განადგურებით, რომელიც დაკავშირებულია ევროკავშირის საქონლის იმპორტთან 2021-2022 წლებში.

"აშშ-ს ტყის პროდუქტების ექსპორტი ევროკავშირში 3,5 მილიარდ დოლარზე მეტადაა შეფასებული და აშშ არის ევროპის ყველაზე დიდი მიმწოდებელი სპეციალიზებული რბილობისა, რომელიც გამოიყენება საფენების და მენსტრუალური პროდუქტების დასამზადებლად," -  იტყობინება AF&PA.

AF&PA-ის მტკიცებით, რომ აშშ-ს მერქნისა და ქაღალდის ქარხნები ვერ შეესაბამება ევროკავშირის პოლიტიკის მიკვლევადობის მოთხოვნებს.