ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ BP Plc-სა და Shell Plc-ს ვენესუელის წყლებში გაზის პროექტების განვითარების ლიცენზიები გაუუქმა, რომლებიდანაც უნდა მოემარაგებინათ LNG ქარხნები ტრინიდადი და ტობაგოში.
Financial Times-მა ამ გადაწყვეტილებას უწოდა ვაშინგტონის მორიგი მცდელობა ზეწოლა მოახდინოს ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროზე, რომელსაც შეერთებული შტატები არ აღიარებს.