აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის პასუხი ომის დასრულების შესახებ აშშ-ის წინადადებაზე აბსოლუტურად მიუღებელია.

“ახლახან წავიკითხე ირანის ე.წ. „წარმომადგენლების“ პასუხი. არ მომწონს - სრულიად მიუღებელია!”- დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

ირანული მედიის ინფორმაციით, თეირანის წინადადება, რომელიც აშშ-ს პაკისტანის მეშვეობით გაუგზავნეს, მოიცავდა ომის დაუყოვნებლივ დასრულებას ყველა ფრონტზე, აშშ-ის საზღვაო ბლოკადის შეჩერებას და გარანტიებს იმასთან დაკვშირებით, რომ მომავალში აშშ ირანზე თავდასხმებს არ განახორციელებს.

ipn.ge