CNN-ის ინფორმაციით, „ბრენტის“ მარკის ნედლი ნავთობის ფასმა  3.17%-ით მოიმატა და ბარელზე 104.50 დოლარს მიაღწია.

მედიის ცნობით, 3.21%-ით გაიზარდა ამერიკული ნედლი ნავთობის ფასიც და ერთ ბარელზე დაახლოებით 98.48 დოლარი შეადგინა.

როგორც მედია წერს, ნავთობის ფასების მატებას წინ უძღოდა აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩიხში შესვლა, რამაც გააძლიერა შეშფოთება იმის თაობაზე, როდის შეძლებს ნავთობი საციცოცხლოდ მნიშვნელოვან საზღვაო გზაზე, ჰორმუზის სრუტეზე გავლას.