2025 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2024 წელთან შედარებით უცვლელი დარჩა და 13.9 პროცენტი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
საქსტატის ცნობით, 2025 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში (39.0 პროცენტი) იყო, 20-24 ასაკობრივ კატეგორიაში კი უმუშევრობის დონე 30.2%-ია.
ყველაზე დაბალი კი უმუშევრობა 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაშია (3.5 პროცენტი).
