გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა დედაქალაქში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 5 ფაქტი გამოავლინეს.

თბილისის სხვადასხვა უბანში მოქალაქეები საბურავებს, ელექტრო სადენებსა და სახიფათო ნარჩენებს ღია წესით წვავდნენ.

სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი ოქმები.  

მუნიციპალური  ნარჩენების ღია წესით წვის დროს გამოიყოფა მომწამვლელი ნივთიერებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის გარემოს და ადამიანთა ჯანმრთელობას. სამართალდარღვევების მინიმუმამდე შემცირებისა და ნარჩენების მართვის ეფექტიანი სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.

ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს