Apple-მა ფორმულა 1-თან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, - ნათქვამია მათ ერთობლივ განცხადებაში. 

შეთანხმების პირობების თანახმად, Apple-მა მიიღო ექსკლუზიური უფლებები, 2026 წლიდან შეერთებულ შტატებში ჩემპიონატის ყველა ეტაპის ტრანსლირებაზე.

მხარეებმა კონტრაქტის ფინანსური დეტალები არ გაამხილეს. CNBC-ის ცნობით, გარიგების ღირებულება წელიწადში 140 მილიონი დოლარია. ეს მნიშვნელოვნად აღემატება 90 მილიონ დოლარს, რომელსაც Walt Disney-ის კომპანია ESPN ფორმულა 1-ის ყოველ სეზონზე იხდიდა.

ვრცლად liga.net – ზე