ამერიკულმა კომპანია Anthropic-მა თავისი საწყისი საჯარო შეთავაზების (IPO) ფასი აქციაზე 83 აშშ დოლარი დაადგინა, რაც უფრო მაღალია, ვიდრე ადრე გამოცხადებული ფასის დიაპაზონი, რომელიც აქციაზე 70-78 აშშ დოლარს შეადგენდა.

კომპანიის განცხადების თანახმად, შეთავაზება მოიცავს A კლასის ჩვეულებრივი აქციების 980 მილიონ აქციას, საიდანაც 956.35 მილიონ აქციას თავად Anthropic ყიდის, ხოლო კიდევ 23.65 მილიონ აქციას არსებული აქციონერები ყიდიან. კომპანია არ მიიღებს თანხებს აქციონერების მიერ აქციების გაყიდვიდან.

Nasdaq Global Select Market-ზე აქციებით ვაჭრობა ANT ტიკერით 19 ნოემბერს დაიწყება. გარიგების დასრულება 20 ნოემბერს არის დაგეგმილი.

ვრცლად interfax – ზე