„ამ დროის მონაცემებით, 4 ადამიანია ჰოსპიტალიზებული და მათ შორის ერთი მცირეწლოვანია. სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აქვთ. თითოეული მათგანი ყურადღებისა და დაკვირვების ქვეშაა, განსაკუთრებით მცირეწლოვანი ბავშვი, მისი ასაკიდან გამომდინარე“ -  განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით. 

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ადგილზე კვლავ რჩებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

„ამ მიმართულებით შეფერხება არსებობს - როგორც კი მივიღეთ ინფორმაცია, დაუყოვნებლივ  მივიდა ყველა საჭირო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. ადგილზე ახლაც სასწრაფო დახმარების არაერთი ჯგუფი იმყოფება. ბუნებრივია, რისი საჭიროებაც იარსებებს, ყველანაირი სამედიცინო მომსახურება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იქნება“  - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს