შენჭენში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრა მიმდინარეობს.

პუტინთან შეხვედრაზე შესვლისას დონალდ ტრამპმა პუტინს მეგობარი უწოდა.

„ვინ არის ის? ეს ჩემი მეგობარია“, – აღნიშნა ტრამპმა.

„ჩვენ შეხვედრასთან დაკავშირებით დიდი მოლოდინი გვაქვს. წლებია, შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ერთმანეთს, დიდი ხანია, ვიცნობთ და, ვფიქრობ, ამისგან ბევრი მშვენიერი რამ შეიძლება გამოვიდეს ან, სულ მცირე, დაიწყოს. მაგრამ მგონია, რომ გამოვა კიდეც. მოგვიანებით მეორე შეხვედრაც გვექნება, როგორც იცით. მაგრამ ამას ახლა გავმართავთ და შესანიშნავი იქნება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა შეხვედრის დაწყებამდე.

დონალდ ტრამპისა და ვლადიმერი პუტინის შეხვედრა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე ვლადიმერ პუტინს კომენტარი არ გაუკეთებია.

ამასთან, სამიტის ფარგლებში სი ძინპინის, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის ერთობლივი შეხვედრაა დაგეგმილი. იქამდე ჩინეთის პრეზიდენტი აშშ-ისა და რუსეთის ლიდერებს ცალ-ცალკეც შეხვდება.

1tv.ge