Tonino Lamborghini საქართველოში უკვე 12 წელია არის წარმოდგენილი. ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი კომპანია „Eleven Group“ ქართულ ბაზარზე პრემიუმ სეგმენტის პროდუქციის ფართო ასორტიმენტს სთავაზობს მომხმარებლებს, მათ შორის ყავას, ალკოჰოლურ სასმელებსა და სხვადასხვა აქსესუარს. კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ყავის ბიზნესის განვითარებაა, სადაც კონკურენციის ზრდის პარალელურად, ხარისხზე, ბრენდის ექსკლუზიურობასა და მომხმარებლის გამოცდილებაზე აკეთებს აქცენტს.
ბათუმში ახალი რეგიონული შოურუმის გახსნაზე, საქართველოში ყავის ბაზრის განვითარების ტენდენციებზე, Tonino Lamborghini-ს პროდუქციის თავისებურებებზე, ბარისტების მომზადების პროგრამასა და კომპანიის სამომავლო გეგმებზე Eleven Group-ის დირექტორი გოგიტა სურამელაშვილი „კომერსანტს“ ესაუბრა.
- გაგვაცანით თქვენი კომპანია, საქმიანობის სფერო და გეგმები.
- დიდი სიამოვნებით. ჩვენ ვართ “Eleven Group”, რომელიც არის “Tonino Lamborgini”-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და უკვე 12 წელია ახორციელებს ლამბორგინის პროდუქციის იმპორტს.
ჩვენ ვეწევით ქართულ ბაზარზე ლამბორგინის პროდუქციის სრული ასორტიმენტის რეალიზაციას, გარდა ავტომობილებისა, დაწყებული ყავის ყველა სახეობით (მარცვალი, კაფსულა, ფილტრის ყავა და სხვა), გაგრძელებული ალკოჰოლური სასმელებითა და დამთავრებული აქსესუარებით (საათები, სათვალეები, ქალის ჩანთბი და სხვა).
- როგორც ვიცით ყავის სექტორში ხართ ძალიან აქტიურები, რა ხდება საქართველოში ყავის ბაზარზე, რამდენად მზარდია ბაზარი და როგორია მოთხოვნა?
- ყავის ბაზარი საქართველოში ნამდვილად დინამიურად ვითარდება, ყავა არის მოთხოვნადი პროდუქტი და შესაბამისად სფეროც მზარდია. წინა წლის მონაცემებით, საქართველოში განხორციელდა 7000 ტონა ყავის იმპორტი, რაც პატარა ქვეყნისთვის არც თუ ისე მცირე რაოდენობაა. მიუხედავათ იმისა, რომ ბაზარზე ბევრი მოთამაშეა, ადგილის დამკვიდრების საშუალება ყველს გააჩნია, და ჩვენც ვცდილობთ ჩვენი ადგილი დავიმკვიდროთ.
- რატომ არის “Tonino Lamborghini"-ს ყავა გამორჩეული და რატომ უნდა გავაკეთოთ არჩევანი თქვენს ყავაზე, რითი განსხვავდებით კონკურენტებისაგან?
- ის ფაქტი, რომ წარმოვადგენთ “Tonino Lamborghini"-ს, უკვე დადებითი მხარეა. ამ ბრენდის ცნობადობა, საიმედობა, პრემიუმ ხარისხი, ექსკლუზიურობა და ინდივიდუალურობა, ჩვენ პრივილეგიასთან ერთად, დიდ პასუხისმგებლობასაც გვაკისრებს.
რაც შეეგება რატომ “Tonino Lamborghini"-ს ყავა? როგორც იტყვიან, “ეშმაკი დეტალებში იმალებაო”. ლამბორგინის ყავის შემთხვევაშიც, ყველაფერი დეტალებიდან იწყება: ეს არის სათანადოდ შერჩეული მწვანე ყავის მარცვალი, ფრთხილი მოხალვის პროცესი, იტალიური ესპრესოს წარმოების უნიკალური ტრადიცია და რაც მთავარია ხარისხის უმკაცრესი კონტროლი.
- ყავის მარცვლის რა სახეობები გაქვთ და რა სხვაობაა მათ შორის?
- ჩვენ გაგვაჩნია ყავის მარცვლის განსხვავებული 4 სახეობა, თუმცა აქედან 2 სახეობა არის ლიდერი, ეგრედ წოდებული “Best Seller”, ეს არის “Black Blend“ და “Red Blend“. ჩვენი ყავის მარცვლის სახეობებია:
1-ი არის “Black Blend“, როომელიც შედგება 60% Arabica-დან და 40% Robusta-დან, მე-2-ე არის “Red Blend“, - შედგება 80% Arabica-დან და 20% Robusta-დან, მე-3-მე არის “Platinum Blend“ - შედგება 90% Arabica-დან და 10% Robusta-დან და მე-4-ე არის “Decaffeinato“ - კოფეინის შემცველობა - 0%-ი.
- რა პროექტები გაქვთ საქართველოში ყავის კულტურისა და ბიზნესის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით?
-"Eleven Group"-მა, კომპანიის ოფისის ბაზაზე, წამოიწყო ბარისტის პროფესიის შემსწავლელი პროგრამა. ამ პროგრამის მიზანია მონაწილეებს მისცეს ყავის მომზადების თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, რომლებიც საჭიროა ყავის ინდუსტრიაში წარმატებული საქმიანობისთვის. მონაწილეებს გამოცდილებას უზიარებენ პროფესიონალები, რომლებიც იტალიაში არიან სერტიფიცირებულნი.
- რა პრიორიტეტები და მიზნები გაქვთ ახლო მომავალში?
- ყავის ბიზნესის შემდგომი განვითარება რჩება ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად. გვსურს კლიენტთა ბაზის განვრცობა, რეგიონებში დისტრიბუციის განვითარება და გაყიდვების ზრდა.
გარდა ამისა, ჩვენი მიზანია “Eleven Group“-ის შოურუმინგის პრაქტიკის დახვეწა და გაფართოება. ამ კუთხით გვაქვს სიახლეები. კერძოდ, ა,წ. 31 ოქტომბერს, გვქონდა “Eleven Group“-ის რეგიონალური შოურუმის ოფიციალური გახსნა ბათუმში, რომელიც მდებარეობს რევაზ კომახიძის 14-ში, ძველ ბათუმში. ეს არის პრაქტიკულად „lamborghini“-ის პატარა სამყარო ბათუმში!
- რას გულისხმობს შოურუმინგის თქვენი კონცეფცია?
- შოურუმინგი არის მარკეტინგული სტრატეგია, რომელიც მომხმარებლებს უნიკალურ სავაჭრო გამოცდილებას და განსაკუთრებულ მიდგომას სთავაზობს. შოურუმი ქმნის მყუდრო ატმოსფეროს, ექსკლუზიურობას და პერსონალურ მიდგომას კლიენტის მიმართ.
ჩვენი შოუ-რუმი “Lamborghini”-ს ბრენდთან ემოციურ კავშირს ამყარებს. ეს არის ინტერაქტიული სივრცე, სადაც მომხმარებელს არა მხოლოდ პროდუქციის ნახვა, არამედ მისი ხარისხის, ფუნქციონალურობისა და დიზაინის შეფასებაც შეეძლება..
პოტენციური კლიენტები სრულ და ზუსტ ინფორმაციას იღებენ პროდუქტის შესახებ. ეს ეხება როგორც ფასებს, ასევე სპეციფიკაციას, წარმოშობის ისტორიას.
ყველა მომხმარებლისადმი პერსონალიზებული მიდგომა ხორციელდება, მისი პრეფერენციების გათვალისწინებით. მას ვუწევთ რეკომენდაციებს და ვეხმარებით არჩევანის გაკეთებაში.
- მადლობა საინტერესო საუბრისთვის.
- მადლობა თქვენ გამოყოფილი დროისთვის.
